სირიის მიერ, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების ფაქტზე, ევროპის საბჭოში განცხადება გაკეთდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1317-ე სხდომაზე, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ, სირიის რეჟიმის მიერ, საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/”სამხრეთ ოსეთის” ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა.
როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მუდმივმა წარმომადგენლობამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სირიის რეჟიმმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მანიპულირების შედეგად მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
„ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს, ასევე, მიეწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით. ქართულმა მხარემ მიმართა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღონ ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ. სხდომაზე, საქართველოს პოზიცია გაიზიარა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ და დაგმო სირიის რეჟიმის ეს უკანონო გადაწყვეტილება. მათ, ასევე, მხარი დაუჭირეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები