აკაკი ზოიძე სერგი კაპანაძეს: რა უნდა გავაკეთოთ? – ომი გამოვუცხადოთ რუსეთს, თუ ტოჩინოშინი გავაგზავნოთ ემისრად

პოლიტიკური ცინიზმია ის, რომ აღიარება და რუსეთთან პოლიტიკა, რომელიც პირდაპირი შედეგია თქვენს მიერ გატარებული პოლიტიკის, დააბრალო ამ ხელისუფლებას – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის საპასუხოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„პოლიტიკური ცინიზმია ის, რომ აღიარება და რუსეთთან პოლიტიკა, რომელიც პირდაპირი შედეგია თქვენს მიერ გატარებული პოლიტიკის, დააბრალო ამ ხელისუფლებას. მე ცოტა არ მესმის, ბატონო სერგი, რა უნდა გავაკეთოთ? – ომი გამოვუცხადოთ რუსეთს, თუ ტოჩინოშინი გავაგზავნოთ ემისრად, ზეწოლა რომ განახორციელოს რუსეთზე და პუტინზე. არ ვიცი და მე მართლა ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გააკეთო იმ სიტუაციაში, რომელშიც, თქვენი დამსახურებით მოვხვდით“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები