საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერსა და დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერსა და დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო – სომხეთის ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ინტენსიური პოლიტიკური დიალოგისათვის მზადყოფნა გამოთქვა.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების მშვიდობიანი განვითარება ქვეყნის შემდგომ კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მისთვის უაღრესად სასიხარულოა ახლადარჩეულ, დემოკრატ ლიდერთან შეხვედრა, რაც საქართველო – სომხეთის ორმხრივ ურთიერთობას კიდევ უფრო ახალ ელფერს შესძენს.
აღინიშნა, რომ წელს ჩვენი ქვეყნები სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ და სომხეთის პრეზიდენტის მონაწილეობას თბილისში ჩატარებულ საზეიმო ღონისძიებებში ქართველი ხალხისათვის სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა და აღნიშნა, რომ ქართველებისა და სომხების სურვილი სიყვარულისკენ სწრაფვაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები