“უკანასკნელ წლებში მამუკა ბახტაძე პირველი მინისტრია, რომელიც ბუღალტრის როლს არ ასრულებს და რეალურ ფისკალურ პოლიტიკას ატარებს“

ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ფინანსთა მინისტრის მიერ საბანკო-საფინანსო სფეროში საკანონმდებლო ინიციატივები შეაფასა.
“ბოლო დროს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაჟღერებული ინიციატივები უაღრესად მნიშვნელოვანია სამართლიანი წესების დამკვიდრების თვალსაზრისით, რადგან საფინანსო სექტორის ბევრი მიმართულებში ქაოტური მდგომარეობა იყო, ეს გახლდათ მიკროსაფინანსოები, მევახშეები, ლომბარდები და ა.შ. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ უკვე გამოიხატა პოლიტიკური ნება, რათა ეს ქაოსი დარეგულირდეს. აღსანიშნავია, რომ მინიტრმა სწორედ იქ გააჟღერა თავის ინიციატივები, სადაც ყველაზე დიდი პრობლემები არსებობს. გარდა რეგულაციებისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის ერთობლივი ინიციატივა მოქალაქეთა ფინასური ცოდნის დონის ამაღლებაზე. მნიშვნელოვანია, რომ აბსოლუტურად უკონტროლო იყო ე.წ. მევახშეების ბაზარი ქვეყანაში, სადაც სრული განუკითხაობა სუფევდა, ამ ბაზრის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის წინაპირობა უკვე დადგა. ბოლო წლების განმავლობაში ფინანსთა სამინისტრო და მინისტრები ძირითადად ბუღალტრების როლს ასრულებდნენ. მათ არ ჰქონდათ არავითარი ფისკალური პოლიტიკის არც მექანიზმი და არც საშუალება. ამ თვალსაზრისით მინდა გამოვყო მამუკა ბახტაძე, რომელმაც უკვე დაიწყო ქვეყანაში ფისკალური პოლიტიკის გატარება.
სამწუხაროდ ეს ინიციატივები ყველაზე ვერ გავრცელდება, რადგან მოგეხსენებათ, უკუქცევის ძალა ამას არ აქვს და მათი მდგომარეობა ვინც დაკარგა მოძრავი თუ უძრავი ქონება, მათი მდგომარეობა უცვლელი დარჩება, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს და შესაბამისად, ჩვენ უნდა დავიცვათ ეფექტური და გონივრული რეგულაციები. რაც შეეხება მიმდინარე სესხებს, მათ მოესწრებათ რეგულაციები და გარდა ამისა მოხდება პრევენცია, რათა ადამიანების უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივები საქართველოს პარლამენტის მიერ უახლოეს ხანში განიხილება, ხოლო რაც საკანონმდელო ცვლილებებს არ საჭიროებს ის მინისტრის ბრძანებებით და შესაბამისი დადგენილებებით ამოქმედდება”, – განაცხადა გვიდიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები