საქსტატი: აპრილში, ქვეყნის ეკონომიკა 6.5%-ით გაიზარდა

„საქსტატის” წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6,5 პროცენტი, ხოლო 2018 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,5 პროცენტი შეადგინა.

ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში. ზრდა დაფიქსირდა ასევე ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონებით ოპერაციების დარგებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები