ლევან გოგიჩაიშვილი: ფინანსთა მინისტრის ახალი ინიციატივა ქართულ ეკონომიკას გააჯანსაღებს

“ფინანსთა მინისტრის ახალი ინიციატივა ქართულ ეკონომიკას გააჯანსაღებს”,- ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მამუკა ბახტაძის მიერ ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით ინიცირებულ ცვლილებათა პაკეტს.

„ეს გახლავთ ძალიან სერიოზული ინიციატივა მამუკა ბახტაძის, ფინანსთა სამინისტროს და ზოგადად მთავრობის, ჩვენ ველოდებით მინისტრს პარლამენტში, სადაც მეტ დეტალს მოვისმენთ ინიციატივის შესახებ“,- განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპის დამკვიდრებას: პირველი ითვალისწინებს იმას,   რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაყადაღდება მხოლოდ არსებული გირავნობის საგანი და ყადაღა არ გავრცელდება სხვა ქონებაზე. ცვლილებით იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების ე.წ. მევახშეების სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონების დაგირავება,  რაც შეეხება სესხის წლიურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, რომლის  ოდენობა დღეს 100 %-ს შეადგენ~ნს, 50 %-მდე შემცირდება. ვადაგადაცილების შემთხვევაში კი მსესხებელს არ ექნება ვალდებულება გადაიხადოს დარჩენილი თანხის 1.5%-ზე მეტი.

“ნებისმიერი ორგანიზაცია, ეს იქნება ბანკი, მიკროსაფინანსო თუ სხვა, რომელიც საქმიანობს ფინანსურ სექტორში, მოექცევა ეროვნული ბანკის რეგულაციების ქვეშ. ცვლილებების პაკეტი შემუშავებულია ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებთან სრულ თანხვედრაში, ჩვენ ამ პროცესში მხარს გვიჭერს მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი“,- განაცხადა დეპუტატმა

ყოველივე ამის პარალელურად, დაგეგმილია რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ძალიან გაიაფდება გრძელვადიანი სესხის აღება, რაც დადებითად აისახება თითოეულ მოქალაქეზე.

„ჩვენ მოვუწოდებთ ბანკებს, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ ინიციატივას და თავადაც გადადგან ნაბიჯი პროცესის გაჯანსაღებისკენ, რაც ხელს შეუწყობს როგორც მათ საქმიანობას, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში თითოეული ჩვენი მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები