პროკურატურაში დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

ამ წუთებში, მთავარ პროკურატურაში დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გამოკითხვაზე იმყოფება.

მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია სასამართლოში შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს სწავლობს.

სწორედ ამ ფაქტის გამო, მაია ნიკოლეიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

ამასთან, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის პროკურორი ზვიად ფხაკაძე მზად არის მის მიმართ არსებულ შეკითხვებს პასუხი გასცეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მხარეებს შორის დაპირისპირება ექპერტ ნიკოლიეშვილის იმ დასკვნამ გამოიწვია, რომელიც მან ადვოკატების დაკვეთით შეასრულა.

დასკვნის მიხედვით, საქმეში არსებული დანების გარდა, დაღუპულებისთვის დაზიანებები შესაძლოა, მიყენებული ყოფილიყო სხვა ბასრი საგნებითაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები