მეცნიერები ამტკიცებენ: ხშირი კამათი ნაადრევ სიკვდილს იწვევს

პარტნიორებთან, მეგობრებთან, ან ნათესავებთან ხშირი კამათი მოწიფულ ასაკში სიკვდილიანობის რისკს ამაღლებს, – მიიჩნევენ შვედი მკვლევარები. ჟურნალ Epidemiologi and Community Health-ში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში აღნიშნულია, რომ რისკის ჯგუფში სუსტი მამაკაცები და უმუშევარი ადამიანები მოხვდნენ. მკვლევართა დაკვირვებით, ბუზღუნა და მუდამ უკმაყოფილო ადამიანებთან ურთიერთობა ნაადრევი სიკვდილიანობის რისკს ასევე ზრდის. დიდ როლს ასრულებს ასევე ადამიანის ხასიათი და მისი უნარი გაუმკლავდეს სტრესს.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ გამუდმებული კამათი ორჯერ და სამჯერაც ზრდის სიკვდილიანობის რისკს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებშიც, თუმცა, ამის ახსნა მათ ჯერ ვერ მოახერხეს. ადრინდელი კვლევების მონაცემებით, ინფარქტის და ინსულტის რისკი მატულობს იმ ადამიანებში, რომელთაც მომატებული მშფოთვარება ახასიათებთ, ასევე მათ, ვინც ხშირად კამათობს ახლობლებთან. ადრეულ კვლევებში ასევე აღნიშნავდნენ, რომ მეგობრების ფართო წრე და გარშემომყოფების მხარდაჭერა დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. ის, თუ როგორ ვრეაგირებთ სხვადასხვა სიტუაციაზე და ვიქცევით ახლობლებთან მიმართებაში, ძირითადად, ჩვენს ხასიათზეა დამოკიდებული. მეცნიერთა შეფასებებით, ნაადრევი სიკვდილის რისკი დაკავშირებულია სტრესის მიმართ ფიზიოლოგიურ რეაქციაზე, ისეთი, როგორიც არის მაღალი არტერიული წნევა და გულსისხლძარღვთა დაავადებები. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სტრესულ სიტუაციებში მამაკაცებში მატულობს კორტიზოლის დონე, რაც მათ ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს. მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევა 36-52 წლის 9875 უმუშევარ ქალსა და მამაკაცზე. მისი მიზანი იყო, დაედგინათ სიკვდილიანობის დონე ადრე და უმუშევრობით გამოწვეული სტრესის შემდეგ. დადგინდა, რომ ასეთ დროს სიკვდილიანობამ გაცილებით იმატა. განსაკუთრებით კი ეს მამაკაცებში აისახა. პროფესორი ანჯელა კლოუ აცხადებს, რომ შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა. ,,საინტერესო იქნებოდა, შეგვეხედა ბიოლოგიური ურთიერთკავშირისთვის, შეგვესწავლა, რატომ ამაღლებენ კონფლიქტები სიკვდილიანობის რისკს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები