ანდრეი კისკა: გაუმარჯოს საქართველოს, ბედნიერ 100 წლისთავის იუბილეს გისურვებთ

„ჩვენ მეგობრები ვართ, ჩვენ ყველანი ერთად ვართ ევროპაში და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ, აგრეთვე, ევროკავშირის ოჯახში ძალიან მაღალ მდგომარეობას ვანიჭებთ საქართველოს“, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თქვენ ხართ შრომისმოყვარე, მებრძოლი ადამიანები და არასდროს წუწუნებთ. თქვენ ხართ ძალიან მამაცი და დიდი მოთმინების მქონე ადამიანები. ჩვენ მეგობრები ვართ, ჩვენ ყველანი ერთად ვართ ევროპაში და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ, აგრეთვე, ევროკავშირის ოჯახში ძალიან მაღალ მდგომარეობას ვანიჭებთ საქართველოს. თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ, ხოლო ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და ერთად ვიბრძვით. გაუმარჯოს საქართველოს, ბედნიერ 100 წლისთავის იუბილეს გისურვებთ“, – განაცხადა ანდრეი კისკამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები