მარიამ ჯაში: მოსწავლეებში იწყება ქვეყნის სიყვარულის, ერთგულების, სამშობლოსთვის თავგანწირვისა და დაფასების უნარის ჩამოყალიბება

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში თბილისის 145-ე სკოლის 50 წლის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვიდა. მარიამ ჯაში მოსწავლეებს საქართველოს ისტორიაში 26 მაისის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„ჩვენ ისტორიულ თარიღს ყველანი ერთად ვზეიმობთ. დარწმუნებული ვარ, რომ არავის დაგვავიწყდება ის 26 მაისი, რომელიც პირველი რესპუბლიკის ასი წლის თავს აღნიშნავს. იგეგმება მასშტაბური, გრანდიოზული ღონისძიებები, რომელშიც დარწმუნებული ვარ, მონაწილეობას მიიღებთ. ჩემთვის ასი წლისთავის აღნიშვნა იწყება თქვენს სკოლაში”, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, სწორედ მოსწავლეებში იწყება ქვეყნის სიყვარულის, ერთგულების, სამშობლოსთვის თავგანწირვისა და დაფასების უნარის ჩამოყალიბება.

მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა სკოლის დირექციას, თითოეულ პედაგოგსა და მშობელს, რომელიც ახალგაზრდებში ქვეყნის სიყვარულს აღვივებს და ავითარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები