„ოტო სიმონსონის განუხორციელებელი პროექტები” – მაია მანიას ლექცია გაიმართება
25 მაისს 16:30 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში მაია მანია წაიკითხავს ლექციას – „ოტო სიმონსონის განუხორციელებელი პროექტები”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში ჩატარდება.
მისამართი: თბილისი, ათონელის ქ. N 9.