მე-8 საავადმყოფოსთან მომხდარი ავარიის შედეგად, არასრულწლოვანი დაშავდა

თბილისში, სანზონის დასახლებაში, ე.წ. მე-8 საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არასრულწლოვანი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა 17 წლის გოგონას დაეჯახა.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანმა სხვადასხა სახის ტრავმა მიიღო.
მათივე ინფორმაციით, დაშავებული, რომელსაც პოლიტრავმა აღენიშნებოდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პაციენტი საშუალო სიმძიმისაა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა, რის გამოც სანზონის დასახლებაში მოძრაობა შეზღუდული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები