ეროვნული მუზეუმის ეზოს იმპროვიზებულ სცენაზე „გაყრა“ დაიდგა

ეროვნული მუზეუმის ეზოს იმპროვიზებულ სცენაზე, მუსიკისა და დრამის თეატრის წარმოდგენა „გაყრა“ დაიდგა.
ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა“ 1849 წელს დაიწერა, ხოლო მისი პირველი წარმოდგენა 1850 წლის 14 იანვარს გაიმართა თბილისის გიმნაზიის დარბაზში – სწორედ ეს დღე მიიჩნევა ქართული პროფესიული თეატრის დაარსების თარიღად. „გაყრის“ თანამედროვე ვერსიის რეჟისურა დავით დოიაშვილს ეკუთვნის. სპექტაკლი კომედიური ჟანრისაა და მასში მრავლადაა გამოყენებული, ქართული სიმღერა და ცეკვა. ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიმართება ასევე დავით ევგენიძის კონცერტი ვალსების საღამო“ და ცხინვალის თეატრის სპექტაკლი „ალი და ნინო“ (რეჟისორი გოჩა კაპანაძე). საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ, მასშტაბურად აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები