18 მაისს საქართველოს მუზეუმის ფესტივალი გაიმართება
1977 წლიდან, ICOM-ის, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მაისი მთელ მსოფლიოში „ღია კარის“ დღეებით აღინიშნება – ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და სხვადასხვა აქტივობა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მუზეუმის ფესტივალი – Museum Fest გაიმართება, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
18 მაისს, 10:00-დან 17:30 საათამდე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა თავისუფალია. მიმდინარე გამოფენების გარდა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრში დაგეგმილია შემეცნებითი გასართობი პროგრამები:
ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი (შოთა რუსთაველის გამზ. 3)
12:00 საათი: „აღმოაჩინე ცხოველთა გამოსახულებები ოქროს ფონდში“;
14:00 საათი: „ფაუნის მრავალფეროვნება“.
დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა (შოთა რუსთაველის გამზ. 11)
12:00 საათი: აღმოვაჩინოთ ამოღებული დეტალები ფიროსმანის ნამუშევრიდან „ვირის ხიდი“;
15:00 საათი: შემეცნებით-გასართობი თამაში ნიკო ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრების მიხედვით.
ი.გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი – (ქარვასლა, სიონის ქ. 8)
15:00 საათი: „მუზეუმი-ჯადოსნური სამყარო“.
პროგრამებში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ნომერზე: 2 93 16 52.
სიღნაღის მუზეუმი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8, სიღნაღი.
12:00 და 15:00 საათი: ორიგამის ვორკშოფები გამოფენის „იაპონიის თოჯინები“ ფარგლებში.