„ქსოვილი საქართველოდან “- სამეცნიერო -კვლევითმა პროექტმა „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მოიპოვა
ევროკომისიამ და „ევროპა ნოსტრამ“ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის – „ევროპა ნოსტრას“ ჯილდოს 2018 წლის მფლობელები გამოავლინეს.
აღიარება 4 ნომინაციაში – კონსერვაცია; კვლვა; განსაკუთრებული ღვაწლი; განათლება, სწავლება და ცნობიერების ამაღლება – 17 ქვეყნის 29 ლაურეატმა მოიპოვა.
„ქსოვილი საქართველოდან“ – სამეცნიერო – კვლევითი პროექტი წლევანდელ გამარჯვებულთა შორისაა.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის წლის აღნიშვნის ფარგლებში, დამოუკიდებელმა ჟიურიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ პროექტებზე.
ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის – „ევროპა ნოსტრას“ ჯილდოს 2018 წლის გამარაჯვებულების დაჯილდოება 22 ივნისს, ბერლინში, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის პირველი სამიტის ფარგლებში გაიმართება.
მოქალაქეებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობა აქვთ, მხარი დაუჭირონ და ხმა მისცენ მათთვის საინტერესო პროექტს პრიზის – „საზოგადოების რჩეული“ მოსაპოვებლად.