“საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია ნარკოლეგალიზაციის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს”

საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მარიამ ქობულია, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით ნარკოლეგალიზაციის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

“12 მაისის ღამეს, მას შემდეგ, რაც გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თბილისის სხვადასხვა კლუბებში განხორციელდა სპეც-ოპერაცია, რისი საფუძველიც რამდენიმე გარდაცვლილი და ბევრი ნარკოტიკული ინტოკსიკაციის შემთხვევები გახდა. ჩვენი ორგანიზაცია გავიდა ამ კლუბებთან რათა რეალურად ენახა, რა ხდებოდა. მინდა ავღნიშნო, რომ არცერთი დაზარალებული ან ნაცემი მოქალაქე ჩვენ არ გვინახავს და შემდგომაც ჩვენი ინფორმაციით, ასეთი სახის საჩივარი არცერთ ორგანიზაციაში არ შესულა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სამართალდამცავებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს. 12 და 13 მაისს საზოგადოებამ ორი ძალზედ რადიკალურად მოაზროვნე ჯგუფი იხილა. მინდა შევახსენო მედიასაც და საზოგადოებასაც, რომ არის მესამე და ყველაზე დიდი ნაწილი და გააჩნია თავისი აზრი და მაღალი სახელმწიფოებრივი კულტურა და კარგად აცნობიერებს საფრთხეებს. ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, დაჩქარებული წესით მოხდეს ქვეყნის ნარკო-პოლიტიკის განსაზღვრა.

ჩვენ ვემიჯნების აბსოლუტურად ყველა ნარკოტიკის ლეგალიზაციას და ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას, რათა არ დავუშვათ მომავალი თაობის დაღუპვა”, – განაცხადა ქობულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები