სოფელ უდაბნოსთან, ჩიჩხატურის კოშკთან, „გარეჯობა 2018“-ის სახალხო დღესასწაული გაიმართება

19 მაისს, 12:00 საათზე, სოფელ უდაბნოსთან, ჩიჩხატურის კოშკთან, „გარეჯობა 2018“-ის სახალხო დღესასწაული გაიმართება.
როგორც „კვირას“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ეს იქნება ტრადიციული აღდგენილი სახალხო დღესასწაული,  რომლის ფარგლებშიც  მოეწყობა: ტრადიციული დოღი;  შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში; საზეიმო კონცერტი.
დღესასწაულის დახურვის ღონისძიებაზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დამსახურებულ პიროვნებებს მიენიჭებათ „საპატიო გარეჯელის“ წოდება.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
„გარეჯობა-2018“ საგარეჯოს მუნიციპლიტეტის მერიის, საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები