სამების ტაძარში ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეები მივიდნენ

სამების საკათედრო ტაძარში ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეები მივიდნენ და აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ხატი მიაბრძანეს.
ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების ტაძარში პარაკლისს აღავლენს.

მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო.
მსვლელობის მონაწილეებს „ვარდების მოედანზე“ შეკრებილი მრევლი და სასულიერო პირები შეუერთდნენ და ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლეს.

ქაშვეთის ტაძართან ისინი სასულიერო პირებმა დალოცეს. ამის შემდეგ, მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრნენ. მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდა პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო.

როგორც მეუფე შიომ განაცხადა, დღევანდელ მსვლელობაზე თითქმის ყველა ეპარქიის წარმომადგენელი იმყოფება.

“მრავალშვილიანი ოჯახები დავლოცეთ და მათ სამების ტაძარში გადაეცემათ სიგელები. ჩვენთვის ოჯახის სიწმინდე არის მთავარი ღირებულება და ასეა არა მხოლოდ ქრისტიანებისთვის, არამედ ტრადიციული რელიგიებისთვის, რადგან როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, შექმნა ოჯახად. ხშირად ამბობენ, რომ ოჯახი არის ინსტიტუტი, ოჯახი ინსტიტუტი არ არის, ეს არის ღმერთის მიერ შექმნილი ყოფიერების ფორმა”, – განაცხადა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები