ოპერის თეატრი ჯუზეპე ვერდის „სიმონ ბოკანეგრას“ პრემიერას უმასპინძლებს
16 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერის „სიმონ ბოკანეგრა“ პრემიერა გაიმართება.
ოპერის თეატრის ინფორმაციით, პრემიერა 10 ივნისს გაიმართება, წარმოდგენილი იქნება გენუის კარლო ფელიჩეს თეატრის პროდუქცია.
ოპერის დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი – ალფონსო სინიორინი, კოსტიუმების მხატვარი – ესტერ მარტინი.
მთავარ პარტიებს თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები შეასრულებენ.