„მოდი ღამე მუზეუმში“ – საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

 19 მაისს,  20:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დამთვალიერებელს პირველად მიეცემა საშუალება, იხილოს ლევილიდან ჩამოტანილი საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის დედნის ასლი (მესამე პირი), პირველი რესპუბლიკის ჰიმნის სანოტო დოკუმენტი, პირველი რესპუბლიკის ჰიმნის ავტორის (კოტე ფოცხვერაშვილის) ქულაჯა, ასევე ფოტო და საარქივო დოკუმენტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები