„გერმანული ენის თვე“ იწყება
17 მაისს, 19:00 საათზე, მე-6 საავტორო სკოლაში (ლადო ასათიანის ქ. #28) ყოველწლიური პროექტი „გერმანული ენის თვე“ ოფიციალურად გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტს გახსნიან: გერმანიის ელჩი ჰაიკე ფაიჩი, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი არადბენკო, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი ლუკას ბეგლინგერი და ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.
გერმანული ენის თვე გაიხსნება შვეიცარიული მუსიკალური სპექტაკლით „აბრაზო – ტანგო გადარჩენისთვის“(„Abrazo – Tango of Survival”), რომელშიც მონაწილეობენ ცნობილი შვეიცარიელი არტისტი ალექსანდრა პრუსა, ტანგო კვარტეტი „Javier Fernandez y su Orquestaipica” და მოცეკვავე არიელ გუტიერეზი. ეს სპექტაკლი აერთიანებს თეატრის, მუსიკისა და ცეკვის ელემენტებს და მხატვრულად მოგვითხრობსშვეიცარიაში 1930იანი წლების მიგრაციის ნამდვილი ამბის შესახებ,ნათლად აღწერს, იმ საფრთხეებსა და შესაძლებლობებს, რომელიც თან ახლავს მიგრაციას -დღევანდელი საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვან და რელევანტურ თემას.
15 მაისიდან 17 ივნისამდე გერმანიის,ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოები დაკულტურის დარგის დაწესებულებები წელს უკვე მეექვსედ გამართავენ „გერმანული ენის თვეს“. მრავალი სხვადასხვა ღონისძიების დროს დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ამ სამი ქვეყნის ენასა და კულტურას. ინაციატივის „სამი ქვეყანა – ერთი ენა“ ფარგლებში ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება, რომლის მიზანია ინტერესის გაღვივება გერმანული ენისა და გერმანულენოვანი ქვეყნების მდიდარი კულტურისადმი.
ერთი თვის განმავლობაში გაიმართება მოხსენებები, კინოჩვენებები, ლიტერატურული, საინფორმაციო და სპორტული ღონისძიებები, რაც კიდევ უფრო გააფართოვებს იმ შესაძლებლობებს, რასაც ეს ქვეყნები სტიპენდიების, ბიბლოთეკებისა თუ საგრანტო პროგრამების სახით დაინტერესებულ პირებს ისედაც სთავაზობენ.
ჩვენ წელსაც შევძელით, შეგვედგინა ძალიან საინტერესო პროგრამა, რაც საინფორმაციო და გასართობი ღონისძიებების კარგი სინთეზი იქნება. მაგალითად, გაიმართება მოხსენება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უთრიერთობების შესახებ, საინფორმაციო ღონისძიებები გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და გერმანიის პარლამენტის სტიპენდიებთან დაკავშირებით, რამდენიმე ლიტერატურული ღონისძიება, საინტერესო ლექციები, საფეხბურთო ტურნირი ქუთაისში, თეატრალური წარმოდგენები თბილისში, ცნობილი ფილმების „Victoria“და„Gegen dieWand“ ჩვენება, პაბ-ვიქტორინა და სხვა.
ღონისძიებებზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვედზე: facebook.com/DreiLaender
გთავაზობთ რამდენიმე მთავარი ღონისძიების პროგრამას:
17.05.2018, 19:00 სთ.
გერმანული ენის თვის ოფიციალური გახსნა: მიუზიკლი „აბრასო – ტანგოგადარჩენისთვის“
ორგანიზატორი: შვეიცარიის საელჩო თბილისში
ადგილი: თბილისის მე-6 საავტორო სკოლა, ლადო ასათიანის ქ.28
ღონისძიების ენა:გერმანული
28.05.2018, 20:00 სთ.
ფილმის ჩვენება „ვიქტორია“ (რეჟისორი: სებასტიან შიპერი, 2015)
ორგანიზატორი: გერმანიის საელჩო თბილისში/ გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში
ადგილი: ფაბრიკა, ეგნატე ნინოშვილის ქ. 8, თბილისი
ღონისძიების ენა:გერმანული, ინგლისური სუბტიტრებით
30.05.2018, 19:00 სთ.
პაბ–ვიქტორინა „სამი ქვეყანა–ერთი ენა“
ორგანიზატორი:გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოები საქართველოში ადგილი: ბარი Woland’sSpreakeasy,ი.მაჩაბლის ქ.2, თბილისი (შესასვლელი წიგნების მაღაზიიდან/კაფედან, შემდეგ მიდიხართ წიგნების თაროსთან და შეგყავთ პაროლი‚ Butterbrot‘)
ენა: გერმანული
შენიშვნა: რეგისტრაცია სავალდებულოა www.facebook.com/DreiLaender
03.06.2018, 10:00 სთ.
“გოეთეს თასი”- საფეხბურთო ტურნირი ქუთაისში
ორგანიზატორი: გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში /ქუთაისის აკ. წერეთლის სახ.უნივერსიტეტი
ადგილი: ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტი, თამარ მეფის ქ. 59
ღონისძიების ენა:გერმანული/ქართული
შენიშვნა: რეგისტრაცია სავალდებულოა
04.06.2018, 19:00 სთ.
მაია ფანჯიკიძე და ნათია ფანჯიკიძე საუბრობენ მაქს ფრიშის „შტილერზე“
ორგანიზატორი: შვეიცარიის საელჩო საქართველოში
ადგილი: მწერალთა სახლი, ი. მაჩაბლის ქუჩა 13, თბილისი ღონისძიების ენა:ქართული
05.06.2018, 14:00 სთ
ლიტერატურული ღონისძიება „ინულის გზა“. საბავშვო წიგნების ავტორი ირის ლემანჩიკი წაიკითხავს ამონარიდებს თავისი ნაწარმოებიდან „ÜberStock und Stein“
ორგანიზატორი: გერმანიის საელჩო თბილისში
ადგილი:ბოლნისის I საჯაროსკოლა
ღონისძიების ენა:გერმანული/ქართული