“სერვისი „ქართული პროდუქტი მსოფლიოს” ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაყიდონ”

„საქართველოს ფოსტის” ახალი სერვისი „ქართული პროდუქტი მსოფლიოს” ქართველ მცირე მეწარმეებს და არა მხოლოდ მათ, აძლევს შესაძლებლობას ელექტრონულ მაღაზიაზე განთავსებული თავიანთი პროდუქტი, გაყიდვის შემთხვევაში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიაწოდონ,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს „საქართველოს ფოსტა” ახალი მომსახურების ღია ელექტრონული პლატფორმის „ქართული პროდუქტი მსოფლიოს” პრეზენტაციაზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტის” ახალი პროდუქტი წარმოადგენს ელექტრონულ პლატფორმას, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება აწარმოოს ელ. კომერცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გაიტანონ საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე და მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს „საქართველოს ფოსტა”.
ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირებით ონლაინ მაღაზიის გვერდზე გაიხსნება ტრანსპორტირების ღია მოდული, რომელიც მომხმარებელს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას გზავნილის ტრანსპორტირების ღირებულების, მიღების ვადების და გზავნილის ადგილმდებარეობის შესახებ, ასევე შეძლებს მომხმარებელი ისარგებლოს გზავნილის დაზღვევის სერვისით.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს არის სერვისი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მცირე მეწარმეებს, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და შესაბამისად მიაწოდონ თავისი პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას. ჩვენი სერვისი ხელს შეუწყობს ქართული წარმოების განვითარებას და გაფართოებას, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში ელექტრონული კომერციის პროდუქტიულ, სწრაფ და სწორ განვითარებას. ასევე დადებით გავლენას იქონიებს ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოს რეგიონების განვითარებაზე,”- განაცხადა პროდუქტის პრეზენტაციაზე „საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.
„საქართველოს ფოსტის” ახალი მომსახურებით უკვე დაინტერესებულია რამდენიმე ქართული კომპანია. ეს მომსახურება ინტეგრირებული იქნება პლატფორმა B2C-ზეც, რომელიც ონლაინ მაღაზიის სწრაფად შექმნის და ინტერნეტ-სივრცეში პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობას იძლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები