კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა კონცერტი გაიმართა
კულტურისა და სპორტის სამინისტროში კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიაში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით გამორჩეული ბავშვები სწავლობენ. ისინი ეუფლებიან საფორტეპიანო, საორკესტრო (სიმებიანი, ჩასაბერი, დასარტყამი ინსტრუმენტები) და თეორიულ სპეციალობებს.
სამუსიკო სემინარიაში ბავშვები სწავლობენ კლასიკური მუსიკის სხვადასხვა მიმართულებებს, საშემსრულებლო ოსტატობის და ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევებს.