გურამ დოჩანაშვილის რომანი „სამოსელი პირველი“ გერმანულ ენაზე გამოიცემა
გურამ დოჩანაშვილის რომანი „სამოსელი პირველი“ გერმანულ ენაზე გამოიცემა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
წიგნს გერმანულად Hanser Literaturverlag-ი გამოსცემს. მის თარგმანზე კი სუზანა კიმი და ნიკოლოზ ლომთაძე იმუშავებენ.
გურამ დოჩანაშვილის რომანი „სამოსელი პირველი“ არის თავგადასავლის მაძიებელ დომენიკოზე, ეს არის წიგნი სიკეთისა და ბოროტების შეცნობაზე, მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ „ცხოვრების წიგნი“.
გერმანულენოვან გამოცემაზე მუშაობა 2018 წლის აგვისტოში დასრულდება.
პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით ხორციელდება.