ეროვნული არქივი თენგიზ უთმელიძის პერსონალურ ფოტოგამოფენას მასპინძლობს

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს სახალხო არტისტის, „სუხიშვილების“ ანსამბლის სოლისტის, თენგიზ უთმელიძის პერსონალური ფოტოგამოფენა: „სუხიშვილები“ გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თენგიზ უთმელიძის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი ფოტომატიანე, რომელიც ასახავს ქართული ცეკვის აკადემიური ანსამბლის XX საუკუნის 60-იან-70-იან წლების შემოქმედებას. ფოტომატიანე აცოცხლებს ანსამბლის საგასტროლო ცხოვრებას, მოცეკვავეთა შეხვედრებს მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანებთან, იმ ყველაზე წარმატებულ პერიოდს, რასაც ანსამბლის დამაარსებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნინო რამიშვილი ,,ოქროს ხანას“ უწოდებდა.აღსანიშნავია, რომ თენგიზ უთმელიძე საქართველოს ეროვნულ არქივს საკუთარი კოლექციის ელექტრონულ ვერსიას გადასცემს და გასული საუკუნის 60-70-იანი წლებში სახელმწიფო ანსამბლის კონცერტების ვიზუალური მასალა კიდევ უფრო გაამდიდრებს ეროვნული არქივის მრავალფეროვან ფოტოკოლექციას.ფოტოგამოფენა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და 19 მაისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები