,,მუზეუმის ღამე თოჯინებთან და სათამაშოებთან ერთად“ – კომპლექსური ღონისძიება გაიმართება

18 მაისს, 20:00 საათზე, მუზეუმის ღამეს, თბილისის მუზეუმების გაერთიანება გეგმავს ღონისძიებას: ,,მუზეუმის ღამე თოჯინებთან და სათამაშოებთან ერთად“.
როგორც „კვირას“ თბილისის მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს, ღონისძიება კომპლექსურია და მოიცავს:
1. თეატრალიზებულ სანახაობას, რომელიც ეძღვნება თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს. ღონისძიების მთავარი კომპონენტია თამაში – თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის ექსპოზიციის აწყობა – დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს თამაშში – თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის ვირტულური ექსპოზიციის აწყობაში, წინასწარ საგანგებოდ გამართულ საგამოფენო სივრცეში.
2. წიგნის – ,,თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის“ წარდგნას.
წიგნი უნიკალური გამოცემაა. მასში თავმოყრილია მუზეუმში დაცული ექსპონატები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოძიებული და შეკრებილი ძველი ქართული თამაშები, სათამაშოები და ისეთი ფაქტები, რომელიც უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის. წიგნი ორენოვანია და ფერადი ილუსტრაციებით წარმოდგენილია მუზეუმის საცავებში დაცული კოლექციები. გამოცემა ეძღვნება თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს.

მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 103, თბილისის მუზეუმების გაერთიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები