თეა წულუკიანი: ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები იყო სხვა რაღაცის შესახებ, ვიდრე ნარკოპოლიტიკის

ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები იყო სხვა რაღაცის შესახებ, ვიდრე ნარკოპოლიტიკის – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსთაველის გამზირზე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს აქციები ეხებოდა ჩვენს საზოგადოებაში არსებულ რადიკალიზმს და ვფიქრობ, რომ რადიკალიზმი, იქნება ეს ლიბერალიზმის თუ კონსერვატიზმის მიმართულებით, პატარა და ოკუპირებული ქვეყანაში, არის დამანგრეველი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მან სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.
„რაც შეხება თვითონ აქციას, მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ სამართალდამცველს, რომლებიც მოცემულ ღამეს მუშაობდნენ, რომელებიც შემდგომ აქციას იცავდნენ კონტრაქციისგან. მათ ეკუთვნით ხმამაღალი მადლობა და მე მინდა, ამ ქვეყნის მოქალაქემ, ვუთხრა მადლობა“, –აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები