ბავშვთა თეატრალური ფესტივალი: „ქიზიყი-2018“ გაიმართება

23-24-25 მაისს, სიღნაღის თეატრის შენობაში, „საბავშვო თეატრალური ფესტივალი „ქიზიყი-2018“ გაიმართება. ორგანიზატორების ცნობით, ფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს კვირეულის ფარგლებში ჩატარდება.
თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული საბავშვო თეატრალური დასები მიიღებენ.

ბავშვთა თეატრალური ფესტივალის პროგრამა:

23 მაისი, 15:00
ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებული საბავშვო თეატრი სტუდია „არგო“, სპექტაკლი „პატარა უფლისწული“;

17:00
თბილისის საბავშვო მუსიკალური თეატრი „ჭინჭრაქა“, სპექტკლი „რწყილი და ჭიანჭველა“;

24 მაისი, 12:00
ათენის ქართულ-ბერძნული თეატრალური დასი,  სპექტაკლი „ღამურა“;

14:00
თბილისის საბავშვო მუსიკალური თეატრი „ჭინჭრაქა“, სპექტაკლი „პატარა მაწანწალა“;
16:00
ბოლნისის ბავშვთა და მოზარდთა თეატრი „საზღაპრეთი-2“, სპექტაკლი „ოცნება და სინამდვილე“;

18:00
თბილისის საბავშვო თეატრალური სტუდია „პეპი და პინოქიო“’
სპექტაკლი „მძინარე მზეთუნახავი“;

25 მაისი, 11:00
ბავშვთა თეატრალური სტუდია „ იასამანი“, სპექტაკლი „ვირუკას საოცარი თავგადასავალი“;
13:00
ბავშვთა ფოლკლორული სტუდია „მართვე“, სპექტაკლი „ჰელადოსი“;
15:00
თეატრალური სტუდია „ნიუარტი“, სპექტაკლი „საშობაო ამბავი“;
17:00
ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური სტუდია „ცისკარა“, სპექტაკლი „პაწია მეგობრები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები