ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს ბაადურ წულაძის გარდაცვალების გამო
ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის ბაადურ წულაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.
კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმ “ფეოლას” რეჟისორი – ბაადურ წულაძე 83 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ბაადურ წულაძემ შეასრულა ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. პირველად, როგორც მსახიობი, გამოჩნდა მიშა კობახიძის ფილმში “ქორწილი”, რასაც მოჰყვა ფილმები: „გიორგობისთვე“, „ცისკრის ზარები“, „არ დაიდარდო!“, „ფერისცვალება“, „ვერის უბნის მელოდიები“, „პეპელა“, „პირველი მერცხალი“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „ფესვები“ და სხვა.
ბაადურ წულაძე, როგორც რეჟისორი, 8 ფილმის ავტორია :
“ჩვენი ჯერია, ბიჭებო!” (1986)
“კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის” (1981)
“წარმატება” (“იღბალი”) (1980)
“შესვენება” (1978)
“ვალსი მთაწმინდაზე” (1975)
“გლადიატორი” (1972)
“ფეოლა” (1970)
“სამი სიმღერა” (1962).