ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი მუზეუმების საერთაშორისო დღეს საინტერესო პროგრამით უმასპინძლებს
19 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი რამდენიმე ღონისძიებით ხვდება.
მუზეუმების გაერთიანების ინფორმაციით, დღის განმავლობაში დაგეგმილია ექსკურსიები, გამოფენები და საგანმანათლებლო პროგრამები.
10:00 – 11:00 – ექსკურსია
11:00 – 13:00 – საგანმანათლებლო პროგრამა: „მუსიკა ილიას სახლში“
13:00 – 14:00 – ექსკურსია
14:00 – 16:00 – საგანმანათლებლო პროგრამა: „ცოცხალი ნახატები“
16:00 – 17:00 – ექსკურსია
17:00 – 19:00 – „მუსიკა ილიას სახლში“
19:00 – 20:00 – ექსკურსია
19 მაისს თბილისის მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულები ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის დილის 10:00 საათიდან 21:00 საათამდე.
მისამართი: ჩუბინაშვილის ქ.#22.