“ეს ჩანაწერები თავისუფლად შეეძლოთ გაეკეთებინათ “ნაციონალებს“
ეს ჩანაწერები თავისუფლად შეეძლოთ გაეკეთებინათ “ნაციონალებს – ასე ეხმაურება უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის მიერ გამოქვეყნებულ რამდენიმე ფარული სატელეფონო საუბრის ფრაგმენტს.
როგორც ხაბურძანია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს – ამ საქმემ ცუდი გატაცება და მიჩვევა იცის და მომსმენისთვის სავალალო შედეგი მოაქვს.
“ეს ჩანაწერები თავისუფლად შეეძლოთ გაეკეთებინათ “ნაციონალებს“ და საერთოდ, ვინ და რომელი ქვეყნის აგენტურა ღიად, თუ ფარულად უსმენს საქართველოს მოსახლეობას ღმერთმა უწყის. სხვათა შორის გარბაჩოვი პოლიტბიუროს წევრების მოსმენების კითხვას გადაყვა და საბჭოთა კავშირი შემოენგრა, “ნაციონალებიც“ ყველას უსმენდნენ (და მგონი ახლაც) და ხელისუფლება დაკარგეს. ამ საქმემ ცუდი გატაცება და მიჩვევა იცის, მომსმენისთვის კი სავალალო შედეგი მოაქვს, მე მგონი მე დამეჯერება“, – წერს ვალერი ხაბურძანია.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა რამდენიმე ფარული სატელეფონო საუბრის ფრაგმენტი გამოაქვეყნა. სატელეფონო საუბრების მცირე ამონარიდები გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” გაასაჯაროეს, რომელიც პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენების სატელეფონო საუბრებს ასახავს.
პროკურატურამ გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.