დონალდ ტრამპმა ჰავაის კუნძულები სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰავაის კუნძულების გუბერნატორის თხოვნა გაითვალისწინა და ჰავაის შტატი უბედურების ზონად გამოაცხადა.
„დღეს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰავაის შტატში უდიდესი მასშტაბების სტიქიური უბედურება მოხდა, რის საფუძველზეც, შტატისთვის ფედერალური დახმარების განკარგულება გასცა“,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის 3 მაისს, ჰავაის მთავარ კუნძულზე მდებარე ვულკანმა – კილაუეამ გაიღვიძა, რასაც კუნძულზე უძლიერესი მიწისძვრების სერია და ლავის ამოფრქვევა მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები