არჩილ თალაკვაძე: ყრილობის შემდეგ, შიდა გაუგებრობებს წერტილი დაესვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევა და ახალი პოლიტსაბჭოს დამტკიცება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
დეპუტატის თქმით, პარტიის პოლიტსაბჭო ბიძინა ივანიშვილს პარტიაში მიმდინარე პროცესებში და იმ ამოცანების განხორციელებაში დაეხმარება, რომელზეც მან ისაუბრა.
“მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ეკონომიკური განვითარება. პარტიის ახალმა თავმჯდომარემ სწრაფ რეფორმებზე გააკეთა აქცენტი და ეს არის მთავარი ამოცანა. პოლიტსაბჭოს ფორმატში მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში და როგორ მოემზადება „ქართული ოცნება“საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს არის მომავალი სამუშაო პროცესის საგანი. რაც შეეხება გუნდში არსებულ მცირე გაუგებრობას, როგორც ბიძინა ივანიშვილმა ახსენა, ამ თემებზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს გაუგებრობები დეტალურად იყო განხილული პარტიაში და ყრილობის შემდეგ ამ ყველაფერს წერტილი დაესვა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები