თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ტრენინგცენტრში, ექიმებისთვის ტრენინგი გაიმართა

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ტრენინგცენტრში, სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის ტრენინგი გაიმართა.

“მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის” ტრენერები ნათია ნიაური (ინკლუზიური განათლების სპეციალისტი) და მერი ჭელიძე (ნეიროფსიქოლოგი) სასწრაფო დახმარების ექიმებს, იმ საჭირო უნარ-ჩვევებს შესახებ ესაუბრნენ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის (როგორც ბავშვების ასევე მოზარდებისთვის) ჯეროვანი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში დაეხმარებათ.

შეხვედრას ესწრებოდნენ სოფიო ხუნწარია, თბილისის მერის მოადგილე კულტურის, სპორტის და სოციალური სფეროს მიმართულებით. მაკა გვარამია, თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორი და თამარ იარაჯული ფონდის დამფუძნებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები