სოფო კილაძემ ნაძალადევში მცხოვრები ვეტერანები მოინახულა

ნაძალადევის N17 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატმა სოფო კილაძემ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებმა სახელმწიფოს ყურადღება და ზრუნვა არა მხოლოდ 9 მაისს, არამედ ყოველდღიურად იგრძნონ.

„ყოველ წელს, სამწუხაროდ, მცირდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ დღევანდელ დღეს, ფაშიზმზე გამარჯვებას აღვნიშნავთ. სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული ზრუნვა ადასტურებს ჩვენს პატივისცემას ღირსეული წინაპრების მიმართ და აჩვენებს მომავალ თაობას, რაოდენ დასაფასებელია სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლი. მინდა ჯანმრთელობა, წლების სიმრავლე და ღირსეული სიბერე ვუსურვო ჩვენს ვეტერანებს”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

ვეტერანებისთვის სასაჩუქრე ნობათები ხორც-პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია „მითანამ” უზრუნველყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები