მამუკა ბახტაძე ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი მამუკა ბახტაძე ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკის (NIB) პირველ ვიცე-პრეზიდენტს, თომას ვრანგდალს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს პერიოდში, საქართველოსა და ბანკს შორის გაფორმდება ჩარჩო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში დაიწყება თანამშრომლობა.

„ფინანსურ რესურსთან ერთად, მნიშვნელოვანია ისეთ თემებზე მუშაობა, როგორიცაა ციფრული ეკონომიკა, მწვანე ეკონომიკა და განათლება. ჩრდილოეთის ქვეყნებს, რომელშიც შედიან სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნები, ამ საკითხებში აქვთ დიდი გამოცდილება, ამიტომ ჩვენთვის ძალიან ღირებული იქნება ეს თანამშრომლობა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„ქართულ დელეგაციასთან, რომელსაც ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა. მოუთმენლად ველით დიალოგის გაგრძელებას საქართველოსთან ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავია ის ტემპი, რომლითაც საქართველო მუშაობს თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში, მოხდება დოკუმენტზე ხელმოწერა და ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის დაიწყება აქტიური პარტნიორობა”, – აღნიშნა ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები