გიორგი მარგველაშვილი: ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ანტიადამიანური რეჟიმი

“წელს ჩვენ ვაჯილდოებთ 100 წლის და 100 წელზე უფროს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. მათ დაამარცხეს არამხოლოდ ფაშიზმი, არამედ მათ დაამარცხეს დროც და მოიგეს ბრძოლა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაკის პარკში განაცხადა.
მან ყველას, ვინც ფაშიზმზე გამარჯვებაში მონაწილეობდა, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი დღეა კაცობრიობის ისტორიაში.
„ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობის და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც ემუქრებოდა კაცობრიობას. გმადლობთ, ამ დიდი გამარჯვებისთვის. ალბათ, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ახალგაზრდა თაობას მეტად მივცეთ შესაძლებლობა, დააფასონ ამ ადამიანების ღვაწლი. ბუნებრივია, მათი პატივისცემა და მათთვის ყურადღების გამოხატვა, ჩვენთვისვე არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები