მამუკა ბახტაძე: მსურს მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე

„ვაცნობიერებ იმ პასუხისმგელობას, რომელიც უკავშირდება ამ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესების დადგენას და გვესმის, რომ ეს არ იქნება მარტივი გზა, მაგრამ კიდევ ერთხელ, მსურს მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და საქართველოში გვექნება ისეთი სამართლიანი თამაშის წესები, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერსს გაითვალისწინებს“, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას განცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეფექტური საპროცენტო  განაკვეთის მითითება და მასზე ორიენტირება, არის ერთადერთი სწორი საშუალება, დაცული იყოს მოქალაქეების ინტერესები.

„როგორც აღვნიშნეთ, წარსულში იყო ძალიან მძიმე გამოცდილება, რომ კონტრაქტში მითითებული პროცენტების მიუხედავად, ჩვენს მოსახლეობას უწევდა დამატებითი ხარჯების გაღება – ხან იყო საკომისიო გადასახადი, სხვადასხვა ტიპის ჯარიმები და ა.შ იყო შემთხვევები, რომ ძირი თანხის დაფარვა მოქალაქეებს უხდებოდათ სამჯერ და ოთხჯერ. ეს ჩვენი მოსახლეობის უმეტესობას ძალიან კარგად ესმის. გამომდინარე აქედან, უცილებელია რომ  უფრო აქტიურად შემოვიღოთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ცნება, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რაც შეეხება ხარჯს და ამაში უნდა შედიოდეს როგორც საპროცენტო ხარჯი, ისე ნებისმიერი ტიპის საკომისიო, ზოგადად, ნებისმიერი ტიპის ფულადი ხარჯი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს მოქალაქეს საკრედიტო ორგანიზაციასთან ურთიერთობისას. ეს მას დაიცავს ისეთი სიტუაციებისგან, რომელზეც ვისაუბრე და ასეთი ფაქტები ქვეყანაში აღარ უნდა  განმეორდეს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება საშუალებას მოგცემს საქართველოში წახალისდეს მცირე და საშუალო მეწარმეობა და როგორც შედეგი  მივიღოთ დამარცხებული სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები