მამუკა ბახტაძე: ჩვენი მოსახლეობა ყველაზე კარგად აცნობიერებს იმ პრობლემის არსსა და მასშტაბებს, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ

“ჩვენი მოსახლეობა ყველაზე კარგად აცნობიერებს იმ პრობლემის არსს და მასშტაბებს, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაანონსებულმა ინიციატივებმა საზოგადოებაში ძალიან ჯანსაღი დისკუსია გამოიწვია.

„აქედან გამომდინარე, ჩემი სურვილი იყო და არის, რომ მივსულიყავი პარლამენტში, რათა გვესაუბრა იმ ახალი თამაშის წესებზე, რომელმაც პრობლემა უნდა მოაგვაროს და სადაც ძალიან კარგად გამოჩნდებოდა, თუ ვინაა საქართველოში ახალი, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებისა და სიღარიბის დამარცხების  მომხარე და ვინაა ამ ყველაფრის წინააღმდეგი. ასეთი ტიპის შეხვედრა აუცილებლად შედგება. სამწუხაროდ, გასულ კვირას, ოპოზიცია ვერ შეიკრიბა საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ მასშტაბურ დისკუსიაზე და მსჯელობაზე, ეს უნდა ხორციელდებოდეს მთელ პარლამენტთან და არა მხოლოდ  უმრავლესობასთან.  აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდესაც დავბრუნდები და იმედია, ოპოზიციას ექნება ამის სურვილი და საშუალება, ასეთი დისკუსია აუცილებლად შედგება”,- განაცხადა , მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები