მამუკა ბახტაძე: თამაშის სამართლიანი წესები სწრაფ და ონლაინსესხებსაც შეეხება

“თამაშის სამართლიანი წესები სწრაფ და ონლაინსესხებსაც შეეხება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას აღნიშნა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთო თამაშის წესებზე, აქ ბუნებრივია, იგულისხმება მთელი ფინანსური სექტორი, ვინაიდან პრობლემის მნიშვნელოვანი მიზეზი, რასზეც დღეს ვსაუბრობთ, არის ის, რომ იყო ე.წ. ასიმეტრიული რეგულაცია ფინანსური სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის. მაგალითად, საბანკო სექტორს ჰქონდა თავისი რეგულაცია, არასაბანკო სექტორში – მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს – თავისი, ონლაინსესებზე მოქმედებდა სხვა რეგულაცია. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არ იყო მოქცეული ერთიან რეგულაციაში და  გარკვეულწილად, ეს იქცა პრობლემის ერთ-ერთ წყაროდ. გამომდინარე აქედან, იმ თამაშის წესებზე, რომელზეც ვსაუბრობ, ეს შეეხება ყველას, მათ შორის, რა თქმა უნდა, სწრაფი და ონლაინსესხების წარმომადგენლებსაც, ვინაიდან სწორედ ამ ტიპის მომსახურებებმა შექმნა ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები