კახა კალაძე: საპრეზიდენტო კანდიდატზე კონსულტაციები მიმდინარეობს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს, არჩევნებამდე ორი თვით ადრე დაასახელებს.

კალაძის თქმით, გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს.

“საპრეზიდენტო არჩევნები არის ოქტომბერში. კანდიდატის დასახელება ჯერ ძალიან ადრეა. გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა, კანდიდატის შერჩევა. თვენახევრით, ორი თვით ადრე, დავასახელებთ საპრეზიდენტო კანდიდატს”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები