პანკისის ხეობაში სანადიროდ წასული ახალგაზრდა ხრამში გადავარდა

პანკისის ხეობაში, ხადორის ტერიტორიაზე 30 წლის კაცი ხრამში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი ხეობაში სანადიროდ, მეგობრებთან ერთად, იმყოფებოდა, რა დროსაც მთიან ზედაპირზე ფეხი დაუცურდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი თბილისელია და პანკისში სტუმრად იმყოფებოდა.
ადგილზე სამართალდამცველები და მაშველები არიან მობილიზებული.
ახმეტის მერის, სოსო ქარუმაშვილის განცხადებით, მაშველები ცხედრის ამოყვანას ამ წუთებში ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები