ლევან ჟორჟოლიანმა ოპოზიცია ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა (ვიდეო)

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი ოპოზიციას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია ერთი კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგია.  ლევან ჟორჟოლიანმა საკრებულოს სხდომაზე მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობის საკითხზე ისაუბრა და დაინტერესდა, თუ სად არიან ის ადამიანების, რომლებიც ყველა ხერხს მიმართავდნენ, რომ წინა მოწვევის საკრებულოში ხელი შეეშალათ გადაწყვეტილების მიღებისთვის პუშკინის სკვერთან საპარკინგე ადგილების მოწყობასთან დაკავშირებით.

„სად არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ პოლიციის კორდონი გაერღვიათ და ხელი შეეშალათ საკრებულოს მუშაობისთვის?თუკი საქმე ეხება ერთ კონკრეტულ პირს, რომელიც ოპოზიციას ყელში ჰყავთ გაჩხერილი, მაშინ ეს არის ქონების ჩუქება და მიტაცება, ხოლო თუკი ვსაუბრობთ ინვესტიციაზე, სიმბოლურად, ერთ ლარად ინვესტიციის განხორციელებაზე, სადაც ამ პირის სახელი არ ფიგურირებს, ამ შემთხვევაში ეს შესაძლებელია და ჩუმად ხართ. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ამას საზოგადოება კარგად ხედავს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ მაგალითად მოიყვანა ის ფაქტი, რომ პუშკინის სკვერის ერთ ლარად გადაცემასთან დაკავშირებით მიღებული განკარგულება ოპოზიციამ სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ერთ პროცესზეც კი არ გამოცხადებულა.

„ეს იმიტომ მოხდა, რომ არჩევნები უკვე დასრულებული იყო და ოპოზიციას სასამართლოში კამერებით არავინ დახვდებოდა. სასამართლომ ორჯერ შეწყვიტა წარმოების პროცესი მხარის გამოუცხადებლობის გამო. ეს არის ოპოზიციის დამოკიდებულება და რეალობა”,- დასძინა ლევან ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები