პარლამენტში ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში დღეს ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა გაიმართა. პარლამენტის ფოიეში გამოფენილია ორგანიზაცია „ჯეოდოლის“ მეთოჯინეების მიერ შექმნილი უნიკალური საავტორო თოჯინები. მათ შორის არიან სხვადასხვა ზღაპრისა და კინოს გმირები, ბერძნული მუზა, მასხარა, წიგნების პერსონაჟები და სხვა.

გამოფენაზე წარმოდგენილია თბილისელი მეთოჯინეების: ემილია ხალილოვას, იულია საროკინას, ელენე ინჯიას, ირინა დარჩიაშვილის, მარინა გვრიტიშვილის და მაია ალადაშვილის ოცამდე ნამუშევარი.

თოჯინების გამოფენას ქუთაისი გუშინაც მასპინძლობდა – „გვირილობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამოფენა “თი-ბი-სი” გალერეაში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები