არჩილ თალაკვაძე: პრეზიდენტმა თავის გამოსვალში სწორი აქცენტები ვერ დასვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვალში სწორი აქცენტები ვერ დასვა.
„რატომღაც ვერ მოვისმინეთ აქცენტები და წონიანი განცხადებები, რომელიც შეეძლო პრეზიდენტს გაეკეთებინა საქართველოს საერთაშორისო და საგარეო საკითხებთან დაკავშირებით. როდესაც საქართველო მიდის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, როდესაც ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დრო არ დაუთმო ამ საკითხებზე სიღრმისეულ საუბარს. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ და ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, რომელსაც განუზომლად დიდი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მინიმუმ იმსახურებდნენ იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტს თავის შემაჯამებელ გამოსვლაში ორი სიტყვით მადლობა მაინც გადაეხადა ჩვენი პარტნიორებისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები