ეკა ბესელია: პრეზიდენტს მოეთხოვება იმ დოკუმენტის პატივისცემა, რომლითაც პარლამენტის წევრები სარგებლობენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პრეზიდენტის მიერ სხდომის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პირველ რიგში, გიორგი მარგველაშვილს მოეთხოვება იმ დოკუმენტის პატივისცემა, რომლითაც პარლამენტის წევრები ხელმძღვანელობენ. მისივე თქმით, უპატივცემულობაა პრეზიდენტის მხრიდან ის შემოთავაზება, რომ ახლა მოხდეს რაიმეს შეცვლა.
“მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ დღეს და ამ პოლიტიკური პროცესის ფორმატში წესების დაცვა და პატივისცემა იმ დოკუმენტის, იმ აქტის, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. ეს პატივისცემა პირველ რიგში მოეთხოვება საქართველოს პრეზიდენტს. მე მგონია, რომ ეს არის ძალიან დიდი უპატივცემულობა, შემოგთავაზოთ თქვენ, ან ჩვენ ან მთლიანად, პარლამენტს აქ და ახლა შევცვალოთ ეს წესები”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დებატების გამართვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, პარლამენტის სხდომა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები