გულია გოცირიძემ ახალი კანონი მოსწავლეებს გააცნო

თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატი გულია გოცირიძე, მომღერალ ზურაბ ხაჩიძესთან და მამა დავით აფციაურთან ერთად ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, გლდანის რაიონში მდებარე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და მათ თამბაქოს მავნებლობაზე ესაუბრა.

შეხვედრას, რომელიც გლდანის მოსწავლეთა პროფესიული მომზადების კოლეჯში გაიმართა, გულია გოცირიძის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები მოსწავლეები და აღნიშნული კოლეჯის სტუდენტები, ასევე სკოლის პედაგოგები და კოლეჯის დირექტორი ესწრებოდნენ.

დეპუტატმა მოსწავლეებთან საუბრისას ახალი კანონის ამოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, რადგან ძალაში შედის თამბაქოს შესახებ კანონი და თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იკრძალება. ჩვენი შეხვედრის მიზანია თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით ახალგაზრდების მეტად ინფორმირება”,-განაცხადა გულია გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები