თბილისის საკრებულოს წევრები „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის ინიციატივით, “ყაზტრანსგაზ-თბილისის” წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, დედაქალაქის საკრებულო კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისს“, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად დაუჭერს მხარს, რათა კომპანიამ კიდევ უფრო მეტი, თბილისელებისთვის სასიკეთო პროექტები განახორციელოს.

შეხვედრაზე „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა გიგლა თამაზაშვილმა თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს კომპანიის მუშაობის სპეციფიკა, მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო, რის შემდეგაც „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლებმა საკრებულოს წევრებს სწრაფი რეაგირების სამსახურის ცენტრალური მართვის ოთახი დაათვალიერებინეს.

გიგლა თამაზაშვილმა საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისა და ურთიერთთანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულოს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

თავის მხრივ, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და საკრებულოსა და „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ შორის სწორი კომუნიკაცია თბილისისთვის კარგი შედეგის მომტანი იქნება.

დღესვე საკრებულოს წევრები ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და ბოჭორმის ქუჩაზეც იმყოფებოდნენ, სადაც გაზის მარეგულირებელი პუნქტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და სწრაფი რეაგირების სამსახურის 114-ის ახალი ოფისიც დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები