თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, ბუდაპეშტის, ჩიქოვანის, ახალშენის, იოსელიანის, ჭიათურის, ბზვანელის, მიროტაძის და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს. 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრავეიშვილის, ჩიტაძის, მოსიძის, ინგოროყვას, ყიფიანის, მესხის, კოტეტიშვილის, არსენას, ვეძინის, ბესიკის და ჭონქაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხიზაბავრის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის და გახოკიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზიგზაგის, თორნიკე ერისთავის, ღრმაღელეს, გვაზაურის, ღოღობერიძის, ქსოვრელის, ტოროშელიძის, ლომთათიძის, ილურიძის, თმოგვის, დაისის, კნოლევის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, სვირის, ზედაზენის, ჯავის, ნათაძის, ხვინგიას, წიწამურის, ჭყონდიდელის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, საყვირის, რიონჰესის, ბენდელიანის და სააკაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, წყნეთის ხევის, იმედაძის, ყიფშიძის, მიქელაძის, გაბაშვილის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, აბაშიძის და თაქთაქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლადო ალექსი-მესხიშილის, ავლაბრის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსეს, გიორგი წერეთლის, კონსტანტინე ერისთავის და ვარდისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია კომპანია „თელასის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები