NDI: პოლიტიკოსთა რეიტინგში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დავით სერგეენკოს აქვს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით 46%-ს დადებითი დამოკიდებულება აქვს დავით სერგეენკოს მიმართ, უარყოფითი 6%-ს, არც დადებითი და არც უარყოფითი 33%-ს – ამის შესახებ ნათქვამია, NDI -ს კვლევის დოკუმენტში, სადაც პოლიტიკოსების პოლიტიკურ რეიტინგზეა საუბარი.
დავით ბაქრაძის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 34%, ურყოფითი – 18%, არც დადებითი, არც უარყოფით -36%
თეა წულუკიანის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 31%, უარყოფით 19%, არც დადებითი არც უარყოფითი-39%.
ლევან იზორიას მიმართ გამოკითხულთა 22% დადებითი დამოკიდებულება აქვს, ლევან იზორიას 10% უარყოფითად აფასებს, 42% არც დადებითად არც უარყოფითად.
გიორგი გახარიას 21% დადებითად აფასებს , 7% უარყოფითად.
23% არ სმენია ვინ არის შს მინისტრი.
გრიგოლ ვაშაძეს დადებითად აფასებს 21%, უარყოფითად აფასებს 15%, 37% არც დადებითად არც უარყოფითად.
ნიკა მელიას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 18%, უარყოფითად 37%, 32 პროცენტს კი არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.
მიხეილ ჯანელიძეს დადებითად აფასებს 17%, 9% – უარყოფითად.
გიგი უგულავას დადებითად აფასებს 17%, 34% კი უარყოფითად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები